Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

ირაკლი ყურაშვილი

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში ირაკლი ყურაშვილი

ირაკლი ყურაშვილი დაიბადა 1972 წლის 16 იანვარს, ქ. თბილისში.

ირაკლი ყურაშვილი ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის უფლებამოსილების შესრულებას 2023 წლის 21 მარტს შეუდგა. ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩად დანიშვნამდე, 2022 წლის აპრილიდან 2023 წლის თებერვლამდე ირაკლი ყურაშვილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის პოსტი ეკავა.

ირაკლი ყურაშვილი დიპლომატიურ სამსახურში 1995 წლის 1 მაისიდან იმყოფება. სხვადასხვა წლებში ის შემდეგ თანამდებობებს იკავებდა: 1995-1997 წლებში სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დასავლეთ ევროპის სამმართველოს მესამე მდივანი; 1997-2000 წლებში - ევროპისა და ამერიკის დეპარტამენტის პირველი ევროპული სამმართველოს პირველი მდივანი; 2001-2004 წლებში- ბენილუქსის ქვეყნებში საქართველოს საელჩოს მრჩეველი/კონსული; 2004-2005 წლებში- სამინისტროს ევროპულ საქმეთა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ორმხრივ ურთიერთობათა სამმართველოს უფროსი; 2006-2007 წლებში- ესპანეთის სამეფოში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული (2006), კონსული; 2009 - სამინისტროში საგანგებო დავალებათა ელჩი, 2009-2012 წლებში -ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი; 2012-2017 წლებში- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში, ასევე აკრედიტებული ლიხტენშტაინის სამთავროში; 2018-2022- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არგენტინის რესპუბლიკაში, ასევე აკრედიტებული ურუგვაიში, პარაგვაიში, ჩილეში, ეკვადორსა და ბოლივიაში.

ირაკლი ყურაშვილმა 1994 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სრული კურსი წარჩინებით. ხოლო 1995-1996 წლებში მადრიდის (ესპანეთი) დიპლომატიური სკოლის საერთაშორისო ურთიერთობათა სრული კურსი.

ირაკლი ყურაშვილს 2016 წლის 8 აგვისტოს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

მშობლიური  ენა- ქართული, სრულყოფილად ფლობს ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ და რუსულ ენებს. სუსტად ფლობს - ნიდერლანდურ, იტალიურ და კატალონიურ ენებს.