მისასალმებელი სიტყვა
მისასალმებელი სიტყვა
მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო,
დიდი პატივია ჩემთვის, წარმოვადგენდე საქართველოს ჩვენს მეგობარ ქვეყანაში - ლატვიის რესპუბლიკაში.
ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობაზე დაფუძნებული და ისტორიული მეგობრული ურთიერთობები დინამიურად ვითარდება საქარეთველოსა და ლატვიის მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღეებიდან. ქართველმა და ლატვიელმა ხალხებმა აირჩიეს გზა დემოკრატიისა და პროგრესისაკენ, სწორედ საერთო ევროპული ფასეულობები განაპირობებს ჩვენს შორის არსებული ურთიერთობების განსაკუთრებულ ხასიათს.
საქართველო, რომელსაც 2022 წლის 24 ივნისის, ევროკავშირის საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილებით ევროპული პერსპექტივა მიენიჭა, ყოველთვის სარგებლობდა ლატვიის აქტიური მხარდაჭერით, რათა ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი. ეს მხარდაჭერა მკაფიოდ არის გამოხატული საერთაშორისო არენაზე და პოზიტიურად ისახება ქვეყნებს შორის პარტნიორულ და ნდობაზე დამყარებულ, მრავალმხრივი ურთიერთობების დინამიკაზე. მადლობელი ვართ, ლატვიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პროაქტიური მხარდაჭერისთვის.
ჩემთვის განსაკუთრებულად დიდი პატივია შევუდგე ჩემს საქმიანობას როგორც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიაში საიუბილეო 2023 წელს, როდესაც ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავი აღინიშნება. ეს კიდევ ერთი მიზეზია გავზარდოთ საქართველოს, მისი ევროპული მისწრაფებების, კულტურის, ხელოვნებისა და სპორტის ცნობადობა ლატვიაში. დიდი იმედი მაქვს, რომ უკვე არსებული ორმხრივი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროებში კიდევ უფრო ღრმა და შეუქცევადი გახდება.
ჩვენი საელჩოს მთავარ ამოცანას წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ლატვიაში მცხოვრები ან დროებით მყოფი თანამოქალაქეების ინტერესების დაცვა.
მადლობას მოგახსენებთ, რომ ეწვიეთ ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ვებ-გვერდს. ვიმედოვნებ, რომ ეს დაგეხმარებათ მიიღოთ ინფორმაცია ქართულ-ლატვიური თანამშრომლობისა და რიგაში საქართველოს საელჩოს საქმიანობის შესახებ. ამ მიზნით გთავაზობთ ასევე ეწვიოთ ჩვენს ფეისბუკისა და ტვიტერის გვერდებს:
https://www.facebook.com/GeoembLatvia