საკონტაქტო ინფორმაცია და მიღების საათები
მდებარეობა: ქ.რიგა, ლატვის რესპუბლიკა
მისამართი: Raina bulv. 3 Riga, Latvija LV -1050
ტელეფონი: +371 67213136
E-Mail: riga.emb@mfa.gov.ge
ცხელი ხაზი: +371 27081618
მოქალაქეთა მიღება წარმოებს 10:00 დან 14:00 საათამდე შესვენების გარეშე სამუშაო დღეებში, გარდა შაბათ-კვირის და დასვენების დღეებისა.
უქმე დღეებია:
- 1 და 2 იანვარი - ახალი წლის სადღესასწაულო დღეები;
- 7 იანვარი - უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე;
- 19 იანვარი - ნათლისღება - უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღე;
- 3 მარტი - დედის დღე;
- 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე;
- 9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;
- სააღდგომო დღეები - დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე; მიცვალებულთა მოხსენიების დღე - აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი (თარიღები გარდამავალია);
- 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
- 12 მაისი - საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის - წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე;
- 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;
- 28 აგვისტო - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა);
- 14 ოქტომბერი - მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე;
- 23 ნოემბერი - გიორგობის დღე.