საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მნიშვნელოვანი ვიზიტები

საქართველოს მხრიდან:

1994 წლის მარტი საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის ვიზიტი ლატვიაში;
1997 წლის 19 ივნისი საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი ლატვიაში;
2002 წლის მაისი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბატონი დავით თევზაძის ვიზიტი ლატვიაში;
2002 წლის ივნისი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბატონი ირაკლი მენაღარიშვილის ვიზიტი ლატვიაში;
2002 წლის დეკემბერი საქართველოს პარლამეტის თავმჯდომარის ქალბატონი ნინო ბურჯანაძის ვიზიტი ლატვიაში;
2002 წლის დეკემბერი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ბატონი თედო ჯაფარიძის ვიზიტი ლატვიაში;
2004 წლის ოქტომბერი საქართველოს პრეზიდენტის ბატონი მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ლატვიაში;
2005 წლის 12-14 მაისი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ქალბატონი ნინო ბურჯანაძის ვიზიტი ლატვიაში;
2005 წლის ივლისი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ბატონი გელა ბეჟუაშვილის ვიზიტი ლატვიაში;
2006 წლის 19-22 ივნისი საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერის ბატონი გიორგი ბარამიძის ვიზიტი ლატვიაში;
2006 წლის 27-29 ნოემბერი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ქალბატონი ნინო ბურჯანაძის ვიზიტი ლატვიაში, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ქ. რიგაში გამართულ ნატო-ს სამიტში;
2007 წლის 9-11 თებერვალი საქართველოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელის ბატონი ლევან ვარშალომიძის ვიზიტი ლატვიაში;
2007 წლის 17-19 მაისი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ქალბატონი ნინო ბურჯანაძის ვიზიტი ლატვიაში, რომელმაც მონაწილეობა მიიღო „ბალტიის ზღვის ასამბლეის” ფარგლებში ორგანიზებულ კონფერენციაში;
2007 წლის 22-26 ივნისი - საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერის ბატონი გიორგი ბარამიძის ვიზიტი ლატვიაში;
2007 წლის 5-8 ივლისი საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ბატონი ბათუ ქუთელიას ვიზიტი ლატვიაში;
2007 წლის 30 ივლისი 5 აგვისტო სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ქალბატონი ზინაიდა ბესტაევას ვიზიტი ლატვიაში;
2007 წლის 14-15 ოქტომბერი საქართველოს საგარეო საქმეთა მინიტრის მოადგილის ბატონი გიორგი მანჯგალაძის ვიზიტი ლატვიაში;
2007 წლის 14-16 დეკემბერი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის ბატონი გიორგი მუჩაიძის ვიზიტი ლატვიაში;

2008 წლის 9 მაისი - საქართველოს სახელმწიფო მინისტრის რეინტეგრაციის საკითხებში ბატონი თეიმურაზ იაკობაშვილი ვიზიტი ლატვიის რესპუბლიკაში;
2008 წლის 9-11 ივნისი - საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის რეინტეგრაციის საკითხებში ბატონი დიმიტრი მანჯავიძის ვიზიტი ლატვიის რესპუბლიკაში;
2008 წლის 11 ივლისი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ქალბატონი ეკა ტყეშელაშვილის ოფიციალური ვიზიტი ლატვიის რესპუბლიკაში;

2008 წლის 31 ოქტომბერი 1 ნოემბერი - საქართველოს პრეზიდენტის ბატონი მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ლატვიის რესპუბლიკაში;

2008 წლის 19-21 ნოემბერი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბატონი დავით ბაქრაძის ვიზიტი ლატვიის რესპუბლიკაში;

2009 წლის 2-3 ivlisi საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბატონ გრიგოლ ვაშაძის ოფიციალური ვიზიტილატვიის რესპუბლიკაში;

2009 წლის 15 16 სექტემბერი საქართველოს პრემიერ მინისტრის ბატონი ნიკა გილაურის ოფიციალური ვიზიტილატვიის რესპუბლიკაში;

2010 წლის 27 29 ივლისი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ბატონი ზაზა გოგავას ვიზიტი ლატვიის რესპუბლიკაში.

ლატვიის მხრიდან:

2000 წლის ივლისი ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ბატონი ინდულის ბერზინშის ვიზიტი საქართველოში;
2001 წლის 26 ოქტომბერი ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინიტრის ბატონი მარეკს სეგლინშის ვიზიტი საქართველოში;
2003 წლის 22-24 სექტემბერი ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის ქალბატონი ინგრიდა უდრეს ვიზიტი საქართველოში;
2004 წლის 16-18 იანვარი ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ქალბატონი სანდრა კალნიეტეს ვიზიტი საქართველოში;
2005 წლის 25-30 მაისი ლატვიის რესპუბლიკის პრემიერ- მინისტრის ბატონი აიგარს კალვიტის ვიზიტი საქართველოში;
2005 წლის 26 მაისი ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ქალბატონი ვაირა ვიკე-ფრაიბერგას ვიზიტი საქართველოში;
2006 წლის თებერვალი ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის ქალბატონი ინგრიდა უდრეს ვიზიტი საქართველოში;
2006 წლის 11-12 ოქტომბერი ლატვიის რესპუბლიკის ელექტრონული მართვის საკითხებზე მინისტრის ქალბატონი ინა გუდელეს ვიზიტი საქართველოში;
2007 წლის 9-12 მარტი ლატვიის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის ბატონი ედგარს რინკევიჩის ვიზიტი საქართველოში;
2007 წლის 18-19 აპრილი ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ბატონი არტის პაბრიკსის ვიზიტი საქართველოში;
2008 წლის 19-20 იანვარი ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონი ვალდის ზატლერსის ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე;
2008 წლის 5-7 თებერვალი ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ბატონი ედგარს სკუიას ვიზიტი საქართველოში;
2008 წლის 29 სექტემბერი 1 ოქტომბერი - ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის ბატონი გუნდარს დაუდზეს ვიზიტი საქართველოში;

2008 წლის 28 ნოემბერი - ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ბატონი პეტერის უსტუბსის სამუშაო ვიზიტი საქართველოში.

2009 წლის 10 11 სექტემბერი ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ბატონი მარის რიეკსტინშის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში;

2009 წლის 7 9 დეკემბერი ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონი ვალდის ზატლერსის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში;

2010 წლის 3 6 მარტი ლატვიის რესპუბლიკის საეიმას სპიკერის ბატონი გუნდარს დაუდზეს ვიზიტი საქართველოში;

2010 წლის 15 17 ივნისი ლატვიის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის ბატონი იანის საარტსის ვიზიტი საქართველოში.

2011 წელი

ორმხრივი ვიზიტები:

  • 2011 წლის 2–3 ივნისს ლატვიას ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დელეგაცია შტაბის უფროსის, გენერალ–მაიორი დევი ჭანკოტაძის ხელმძღვანელობით.
  • 2011 წლის 3 ივნისს ქ. რიგაში გაიმართა საქართველოსადმი მიძღვნილი საჯარო დისკუსია თემაზე: ,,საქართველო 2013 წლისაკენ – რეალობა, რეფორმები და მოლოდინები“. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ლატვიას ვიზიტით ეწვივნენ ქ. თბილისის მერი ბ–ნი გიგი უგულავა, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქ–ნი ეკა ტყეშელაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბ–ნი ბათუ ქუთელია და საქართველოს პარლამენტის წევრი, ქრისტიან–დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბ–ნი გიორგი თარგამაძე.
  • 2011 წლის 14–17 ივლისს ლატვიის ქ. კულდიგაში ვიზიტით იმყოფებოდა ქ. მცხეთის დელეგაცია, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბ–ნ თემურ აბაშიძისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ბ–ნ ანდრო კალანდაძის ხელმძღვანელობით.
  • 2011 წლის 19–21 აგვისტოს, ლატვიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა.
  • 2011 წლის 24–26 აგვისტოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ბატონი რამაზ ნიკოლაიშვილი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ლატვიაში.
  • 2011 წლის 16–17 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი გრიგოლ ვაშაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ლატვიაში და მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში “Riga Conference 2011”.
  • 2011 წლის დეკემბერში განხორციელდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ალექსანდრე კვიტაშვილისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის,  გიორგი ღავთაძეს ვიზიტები ქ. რიგაში.

 

 

პოლიტიკური კონსულტაციები:

 

  • 2011 წლის 7 აპრილს . რიგაში, ლატვიასაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები, რომელშიც საქართველოს მხრიდან მონაწილეობა მიიღეს ევროპულ საქმეთა, ევროინტეგრაციის და უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორებმა.

 

 

2012 წელი

 

ორმხრივი ვიზიტები საქართველოს მხრიდან:

 

  • 2012 წლის 29 თებერვალს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონი გრიგოლ ვაშაძის სამუშაო ვიზიტი ლატვიის რესპუბლიკაში.
  • 2012 წლის 29–30 მაისს გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ლატვიის რესპუბლიკაში.
  • 2012 წლის 13–15 სექტემბერს ლატვიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ბატონი დავით ნარდაია.
  • 2012 წლის 10 ოქტომბერს, ლატვიაში შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონი გრიგოლ ვაშაძის სამუშაო ვიზიტი.

 

 

ორმხრივი ვიზიტები ლატვიის მხრიდან:

 

  • 2012 წლის 13–14 თებერვალს გაიმართა ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარის, ქალბატონი სოლვიტა აბოლტინას ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.
  • 2012 წლის 26–27 ივლისს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ქალბატონი ლაიმდოტა სტაუიუმა.
  • 2012 წლის 18 სექტემბერს, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი ედგარს რინკევიჩი სამუშაო ვიზიტი.

 

 

პოლიტიკური კონსულტაციები:

 

  • 2012 წლის 21 მარტს გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ლატვიური მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ანდრის ტეიკმანისი. ქართული მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე.

 

 

 

2013 წელი

 

2013 წელს  ლატვიასა და საქართველოს შორის, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლის იუბილე აღინიშნა.

 

2013 წლის 1 მაისს ლატვიის რესპუბლიკაში დაინიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი  ელჩი - თეიმურაზ ჯანჯალია

 

ორმხრივი ვიზიტები საქართველოს მხრიდან:

 

  • 12-14 იანვარს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე ოფიციალური ვიზიტით ეწვია ლატვიის რესპუბლიკას.
  • 21-23 იანვარს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ალექსი პეტრიაშვილი ოფიციალური ვიზიტით ეწვია ლატვიის რესპუბლიკას.
  • 11-12 მარტს ლატვიის რესპუბლიკას ვიზიტით ეწვია საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც ხემლძღვანელობდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ბატონი ზურაბ აბაშიძე.
  • 8-10 მაისს, ლატვიის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვია საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის ვიცე-სპიკერის ბატონი ზურაბ აბაშიძის ხელმძღვანელობით
  • 14-16 მაისს, საქართველოს სახალხო დამცველი, ბატონი უჩა ნანუაშვილი და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ ქ. რიგაში.
  • 22 მაისს, ლატვიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ბატონი ირაკლი ალასანია, დელეგაციასთან ერთად.
  • 6-7 სექტემბერს, ლატვიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დელეგაციასთან ერთად.
  • 23-24 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ რიგაში.
  • 26-27 სექტემბერს, ლატვიის რესპუბლიკაში ჩატარდა ბალტიის ასამბლეისა და ბენელუქსის ქვეყნების პარლამენტების საპარლამენტო სემინარი „Coordinated Strategy to Improve the Fight Against the VAT Fraud in the European Union“. ზემოაღნიშნულ სემინარში საქართველოს მხრიდან მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ბატონმა ზურაბ აბაშიძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა ბატონმა დავით საყვარელიძემ.
  • 26-27 სექტემბერს ლატვიის რესპუბლიკაში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „Jurisdiction of the Constitutional Court: Limits and Possibilities of Expansion“. საქართველოს მხრიდან ზემოაღნიშნულ კონფერენციაზე მონაწილეობა მიიღო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ბატონმა გიორგი პაპუაშვილმა.
  • 4-5 ნოემბერს, ლატვიის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს პარლამენტის თავმჯომარე, ბატონი დავით უსუფაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად.
  • 13-15 ნოემბერს, ლატვიის რესპუბლიკას, სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის ბატონი შალვა ფიფიას ხელმძღვანელობით.
  • 20 ნოემბერს, საქართველოს უწყებათშორის დელეგაცია, ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის დავით დონდუას ხელმძღვანელობით ვიზიტით იმყოფებოდა რიგაში.
  • 20-22 ნოემბერს ლატვიის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილაური დაცვის მინისტრის მოადგილე კახაბერ საკანდელიძე.

 

 

ორმხრივი ვიზიტები ლატვიის მხრიდან: 

  • 10-13 თებერვალს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდნენ ლატვიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი ოიარს კალნინში, ლატვიის პარლამენტის პარტია “ერთობის” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, საქართველო-ლატვიის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე, ბატონი ძინტარს ზაკისი და საქართველო-ლატვიის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე ბატონი რაიმონდს ვეიონისი.
  • 2013 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდნენ ლატვიის პარლამენტის თავდაცვის, შინაგან საქმეთა და კორუფციის აღმოფხვრის კომიტეტის თავმჯდომარე და აღნიშნული კომიტეტის წევრები.
  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში - Georgia’s Trade Competitivness and Competitive Industries, რომელიც ჩატარდა ა.წ. 28 თებერვალი-1 მარტს მონაწილეობა მიიღო ლატვიის პარლამენტის ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარემ, ბატონმა ვიაჩესლავ დომბროვსკისმა.
  • 7 ოქტომბერს, ლატვიის რესპუბლიკის საეიმას ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ქალბატონი ზანდა კალნინა-ლუკაშევიცა სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში.

 

 

2014 წელი

 

ორმხრივი ვიზიტები საქართველოს მხრიდან:

  • 27-31 იანვარს ლატვიის რესპუბლიკას სტუმრობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ქალბატონი ლელა ჩიქოვანის, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის, საზღვაო თანამშრომლობის ოფისის უფროსის მოადგილის ხელმძღვანლობით.
  • 28 მარტს, ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტში გაიმართა საქართველოსა და ლატვიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ლატვიური საფოსტო მარკის გამოშვების (მარკის პირველი დღე) ცერემონია.
  • 17 ივნისს ქ. რიგაში, ვიზიტით იმყოფებოდნენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის დირექტორი, ბატონი რომან კაკულია და ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ბატონი დავით ბუჯიაშვილი.

     

     

     

  • 30-31 ივლისს ლატვიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე.
  • 25-27 აგვისტოს ლატვიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დელეგაცია, სასაზღვრო პოლიციის უფროსის გენერალ-მაიორ ზურაბ გამეზარდაშვილის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოლკოვნიკ ლევან მაჭავარიანის ხელმძღვანელობით.
  • 12-14 სექტემბერს ლატვიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ბ-ნი ალექსი პეტრიაშვილი.
  • 15-16 სექტემბერს ლატვიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი ბ-ნი დავით სუჯაშვილი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად.
  • 22-24 ოქტომბერს ქ. რიგაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია, სააგენტოს თავმჯდომარის ბ-ნ ზაზა ვაშაყმაძის ხელმძღვანელობით.
  • 15-17 დეკემბერს . რიგაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაცია, თავმჯდომარის ვიქტორ დოლიძის ხელმძღვანელობით.

 

 

ორმხრივი ვიზიტები ლატვიი მხრიდან: 

 

  • 2014 წლის 31 მარტს-1 აპრილს ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის (საეიმა) თავმჯდომარე, ქალბატონი სოლვიტა აბოლტინია ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს.
  • 25-28 ივნისს, შედგა ლატვიის თავდაცვის მინისტრის, ბატონი რაიმონდს ვეიონისის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.
  • 18 ივლისს ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი ედგარს რინკევიჩი სამუშაო ვიზიტით ეწვია საქართველოს.
  • 8-10 სექტემბერს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ევროპარლამენტის წევრი ლატვიის მხრიდან, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი ანდრეი მამიკინსი.
  • 29 სექტემბერს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში იურის პოიკანსმა მონაწილეობა მიიღო თბილისში გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების კონფერენციაში (CORLEAP).
  • 15-18 ოქტომბერს ლატვიის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის რაივის კრონბერგსის ხელმძღვანელობით საქართველოს ეწვია.
  • 25-27 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით იმყოფებოდა ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდრის ბერზინში.

 

 

პოლიტიკური კონსულტაციები:

 

  • 7-8 მაისს, საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის მიზნით, რიგას ესტუმრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი.
  • 11 ივლისს, ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანი, ბატონი ანდრეის პილდეგოვიჩსი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში.

 

 
2015 წელი

 

ორმხრივი ვიზიტები საქართველოს მხრიდან:

 

  • 8-9 იანვარს ლატვიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი.
  • 29-30 იანვარს, ქ. რიგაში ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების იუსტიციის და საშინაო საქმეთა მინისტრების ერთობლივი არაოფიციალური სხდომის ფარგლებში, რიგაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებ.
  • 15-17 აპრილს ლატვიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი ბატონი გიორგი მარგველაშვილი.
  • 17 აპრილს ლატვიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონ გიგი გიგიაძე.
  • 3-6 მაისს, ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ლატვიაში ვიზიტით იმყოფებოდნენ სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები და საინფორმაციო ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტის „ჩემი ევროპული მომავალის“ ფარგლებში გამარჯვებული 10 ქართველი მასწავლებელი.
  • 21-22 მაისს, საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტში.
  • 25 მაისს ქალაქ რიგას სამუშაო ვიზიტით ეწვია საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი თედო ჯაფარიძე.
  • 13-17 ივნისს, ქალაქ რიგაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარ ბატონი ირაკლი სესიაშვილი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ატონი ალექსანდრე თამაზაშვილი.
  • 20-21 აგვისტოს ქ. რიგაშისამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ბატონი დავით ბაქრაძე და სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქალბატონი მარიამ რაქვიაშვილი, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის (STRATCOM) მაღალი დონის კონფერენციის „THE RIGA STRATCOM DIALOGUE: PERCEPTION MATTERS“ მუშაობაში.
  • 10 სექტემბერს ქ. რიგას ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქალბატონი თინათინ ხიდაშელი.
  • 6-7 ნოემბერს ქ. რიგაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ბატონი დავით ბაქრაძე, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ყოველწლიურ „რიგის კონფერენციაში“.
  • 6-7 ნოემბერს ქ. რიგაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი თედო ჯაფარიძე, რომელმაც მიიღო მონაწილეობაყოველწლიურ „რიგის კონფერენციაში“.

 

 

ორმხრივი ვიზიტები ლატვიის მხრიდან: 

 

  • 18-21 ივნისს ბათუმში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში სახელწოდებით – ‘’საქართველოს ევროპული გზა’’ მონაწილეობა მიიღო ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა ქალბატონმა ზანდა კალნინალუკაშევიცამ.
  • 23-25 ნოემბერს საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი ედგარს რინკევიჩი.
  • 7-8 დეკემბერს . თბილისში გაიმართა საქართველო-ლატვიის ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მეორე სხდომა.
  • 7-8 დეკემბერს საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ლატვიის ეკონომიკის მინისტრი ქალბატონი დანა რეიზნიეცე-ოზოლა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საქართველო-ლატვიის ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მეორე სხდომაში და გახლდათ კომისიის სხდომის თანა-თავმჯდომარე ლატვიის მხრიდან.

 

 

 პოლიტიკური კონსულტაციები:

 

  • 7 სექტემბერს, ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივან ანდრეის პილდეგოვიჩ სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში.
  • 14-15 სექტემბერს, საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ლატვიის რესპუბლიკის საეიმას ვიცე-სპიკერი ქალბატონი ინესა ლიბინა-ეგნერე.

 

 

2016 წელი

 

ორმხრივი ვიზიტები საქართველოს მხრიდან:

 

  • 2016 წლის 18-19 იანვარს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი დავით უსუფაშვილი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ლატვიის რესპუბლიკაში.
  • 24-26 თებერვალს ლატვიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის ხელმძღვანელობით.
  • 30-31 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
  • 5-6 აპრილს ლატვიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.
  • 7-8 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი გიგი გიგიაძე სამუშაო ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
  • 11-13 აპრილს, ქ. რიგაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ოთხკაციანი დელეგაცია, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ქალბატონი ნინო კობახიძის ხელმძღვანელობით.
  • 17-19 მაისს, ლატვიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქალბატონი ანა დოლიძე.
  • 16-19 მაისს ლატვიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციის ხუთკაციანი დელეგაცია.
  • 26-27 მაისს, . რიგაში გაიმართა საერთაშორისო კონფერენციასაკონსტიტუციო სასამართლოს სასამართლო აქტივიზმი დემოკრატიულ სახელმწიფოში“, რომელიც მიეძღვნა ლატვიის საკონსტიტუციო სასამართლოს 20 წლის იუბილეს. კონფერენციაში საქართველოდან მონაწილეობა მიიღო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ბატონმა გიორგი პაპუაშვილმა.
  • 3 ივნისს . რიგაში, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართაFriends of Ukraine-ის ფორმატის შეხვედრა, რომელშიც ქართული მხრიდან ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ვეკა მოდებაძემ.
  • 20-21 ივნისს ლატვიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში ბატონი გელა დუმბაძე.
  • 2016 წლის 30 ივნისის - 5 ივლისის პერიოდში ქ. ბათუმის მერი ბატონი გიორგი ერმაკოვი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ლატვიის რესპუბლიკაში.
  • 25-28 აგვისტოს ლატვიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ბატონი კახა კახიშვილი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად.
  • 2016 წლის 6-8 სექტემბერს ლატვიაში სამუშაო ვიზიტად იმყოფებოდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი ნოდარ კერესელიძე.
  • 2016 წლის 21 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძესამუშაო ვიზიტით იმყოფებდა ლატვიის რესპუბლიკაში.
  • თანამშრომლობის განვითარების პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული ქართულ-ლატვიური ერთობლივი პროექტის „Enhance cooperation between Georgian and Latvian institutions with the view to increase access to justice, ensure trust to judicial and law enforcement authorities and strengthen the rule of law” განხორციელების მიზნით, 26-29 სექტემბერს, ლატვიური მხარის მოწვევით, რიგაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენსაქართველოს უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის სამინისტროსა და პრობაციის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები.
  • 2016 წლის 28-30 სექტემბერს . რიგაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბატონი ავთანდილ მესხიძე.
  • 28-30 ოქტომბერს რიგაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი დავით დონდუა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რიგის კონფერენციის მუშაობაში.
  • იმერეთის რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციის ვიცე-გუბერნატორების სამუშაო ვიზიტი ლატვიაში (14-18 ნოემბერი 2016 წელი)
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დელეგაციის ვიზიტი ლატვიაში და მონაწილეობა EPAC/EACN-ის კონფერენციაში (რიგა, 14-18 ნოემბერი, 2016 წელი)

 

ორმხრივი ვიზიტები ლატვიის მხრიდან: 

 

  • 22 თებერვალს ლატვიის საეიმას ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონი ლოლიტა ჩიგანე სამუშაო ვიზიტით ეწვია საქართველოს.
  • 10 მარტს . თბილისში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივ ურთიერთობათა დირექტორატის ხელმძღვანელი მარგერს კრამსი.
  • 19-20 მაისს საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ლატვიის იუსტიციის მინისტრი ბატონი ძინტარს რაზნაცსი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად.
  • 24-28 მაისს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის (საეიმას) სპიკერი ინარა მურნიეცე.
  • 24-25 მაისს თბილისს სამუშაო ვიზიტით ეწვია ლატვიის თავდაცვის მინისტრი რაიმონდს ბერგმანისი.
  • 7-8 სექტემბერს საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ლატვიის იუსტიციის მინისტრი ბატონი ძინტარს რაზნაცსი.
  • 3-7 ოქტომბერს ქ. თბილისში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ქ. რიგის ვიცე მერი ანდრის ამერიკსი თანხმლები დელეგაციით.

2017 წელი

ორმხრივი ვიზიტები საქართველოს მხრიდან:

 

  • 12-14 თებერვალი - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბატონი ვიქტორ დოლიძის ვიზიტი ლატვიის რესპუბლიკაში.
  • 20-22 თებერვალი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსიპოლკოვნიკ დავით ნიკოლეიშვილის და თანხმლები დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ლატვიაში.

     

     

     

  • 14-15 მარტი - საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმოვმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის ბატონი ირაკლი სესიაშვილის და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრის, ლატვიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბატონი ბექა ოდიშარიას სამუშაო ვიზიტი ლატვიაში.

     

     

     

      

     

  • 3-5 აპრილი - ქ. თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის სამუშაო ვიზიტი ლატვიაში.

     

     

     

  • 17-19 მაისი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბატონი გიგლა აგულაშვილის სამუშაო ვიზიტი ლატვიაში თანხმლებ დელეგაციასთან ერთად.

     

     

     

  • 8-9 ივნისი - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის  სოფიო ქაცარავას და სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის კახაბერ კუჭავას სამუშაო ვიზიტი ლატვიაში.

     

     

     

  • 18-20 ივნისი - საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ირაკლი ბერაიას სამუშაო ვიზიტი ლატვიაში და მონაწილეობა ლატვიის პარლამენტის (საეიმა) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფორუმის „8th Parliamentary Intelligence Security Forum“-ის მუშაობაში.

     

     

     

  • 4-7 ივლისი - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის მარიამ რაქვიაშვილის სამუშაო ვიზიტი ლატვიაში და მონაწილეობა ლატვიის ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის (NATO STRATCOM) კონფერენციაში "The Riga StratCom Dialogue 2017. Perception matters”.

     

     

     

  • 28-30 სექტემბერს, „რიგის კონფერენცია 2017“ ფარგლებში ლატვიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ და მონაწილეობა მიიღეს კონფერენციის მუშაობაში: საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონი თამარ ხულორდავა, საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში ბატონი თედო ჯაფარიძე; საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბატონი შოთა ღვინერია; საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში ბატონი თენგიზ ფხალაძე.

     

     

     

  • 6-9 დეკემბერი, 2017 - ლატვიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში ბატონი თენგიზ ფხალაძე.

 

 

ვიზიტები ლატვიიდან საქართველოში:

·         20-22 მარტი - ლატვიის საეიმას სპიკერის ინარა მურნიეცეს სამუშაო ვიზიტი თბილისში და მონაწილეობა NB8 ქვეყნების პარლამენტის სპიკერების სხდომაში. 

·       27-29 მარტი - ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ რაიმონდს ვეიონისის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

·   11-14 ოქტომბერი - ლატვიის თავდაცვის მინისტრის რაიმონდს ბერგმანისის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

პოლიტიკური კონსულტაციები

·         21 თებერვალი - საქართველოსა და ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები.

 

გაფორმებული/რატიფიცირებული ხელშეკრულებები/მემორანდუმები

2017 წლის 27-29 მარტს ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის რაიმონდს ვეიონისის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და ლატვიას შორის ხელი მოეწერა შემდეგ დოკუმენტებს:

-         დოკუმენტი სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის.

-          ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და ლატვიის ინვესტიციებისა და განვითარების სააგენტოს შორის;

-          ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს ICT ბიზნეს საბჭოსა და ლატვიის IT კლასტერს შორის

-         ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის თაობაზე საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა და ლატვიის სატელეკომუნიკაციო ასოციაციას შორის.

 

2018 წელი

ორმხრივი ვიზიტები საქართველოს მხრიდან:

15-17 იანვარი, 2018 - საქართველოს პარლამენტის სპიკერის ირაკლი კობახიძის ვიზიტი ლატვიაში.

 

ვიზიტები ლატვიიდან საქართველოში:

ლატვიის რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ვიზიტი საქართველოში.