Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საელჩოს, პროექტის „სამედიცინო საგანმანათლებლო პროცესის განვითარება და შესაძლებლობების გაძლიერება“ ქართველი პარტნიორები ეწვივნენ.

2023 წლის 31 აგვისტოს, ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, პროექტის „სამედიცინო საგანმანათლებლო პროცესის განვითარება და შესაძლებლობების გაძლიერება“ ქართველი პარტნიორები ეწვივნენ. აღნიშნული პროექტი 2023 წლის 7 ივლისს დაიწყო და მიზნად ისახავს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და რიგის სტრადინას საუნივერსიტეტო კლინიკას შორის სამედიცინო სფეროში აქტიურ თანამშრომლობას,  გამოცდილების გაზიარებას, ტრენინგ კურსებს და სამედიცინო საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაძლიერებას.

 

დღევანდელ შეხვედრაზე, საქართველოს ლჩმა, ირაკლი ყურაშვილმა უმასპინძლა საქართველოს დელეგაციაში შემავალ თსუ-ს სამედიცინო მიმართულების სხვადასხვა წარმომადგენლებს, მათ შორის, რექტორის მოადგილეს, ნინო ოკრიბელაშვილს, თსუ-ს ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორს, დიმიტრი კორძაიას, თსუ-ს კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტის კარდიო-ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ნინო შარაშიძეს, თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციის ჯგუფის წევრს, ირმა ჯიქიას. ლატვიური მხრიდან, შეხვედრას დაესწრო რიგის სტრადინას საუნივერსიტეტო კლინიკის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილზე აბოლინა.

 

საქართველოს ელჩი მიესალმა სტუმრებს და გაეცნო პროექტის მიმდინარეობას. აღინიშნა, რომ სამედიცინო განათლების სფეროში თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება. შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები და სამომავლო გეგმები. 2023 წლის სექტემბრის მეორე ნახევარში საპასუხო ვიზიტით საქართველოს ეწვევიან რიგის სტრადინას საუნივერსიტეტო კლინიკის წარმომადგენლები.