ქალაქ რიგის დაარსებიდან 823 წლისადმი მიძღვნილი ფესტივალი.
3 აგვისტოს, ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ქალაქ რიგის დაარსებიდან 823 წლისადმი მიძღვნილ ფესტივალში. საელჩოს კარავში, დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, ტურისტულ მარშრუტებს, ასევე დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და მინერალური წყალი “ბორჯომი”. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ქონდათ გასაუბრებოდნენ საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელს, თამარ დეკანოიძეს, რომელიც რიგას სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ეწვია.