Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა ლატვიის ეკონომიკის მინისტრთან, ილზე ინდრიკსონესთან.

  მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები. საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა ლატვიურ მხარეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის.

  აღინიშნა, რომ 2023 წლის პირველი 5 თვის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან 42 პროცენტით გაიზარდა და შეადგინა თითქმის 24 მილიონი აშშ დოლარი.
ასევე, აღინიშნა ტურიზმის სფეროში არსებული შესაძლებლობები, ლატვიელი ტურისტისთვის საქართველოს სულ უფრო და უფრო საინტერესო მიმართულება ხდება, რასაც ხელს უწყობს რიგიდან პირდაპირი რეისების არსებობა თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებით. 

 ლატვიის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ლატვია გააგრძელებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას.