საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში
2024 წლის 21 მაისს, ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში, ქ. რიგის ისტორიულ კინოთეატრ ,,K.Suns’’-ში გაიმართა დიდი ქართველი რეჟისორის თენგიზ აბულაძის ფილმის ,,მონანიება’’ ჩვენება.
ღონისძიებას დაესწრნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ლატვიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე, აივა ვიქსნა.
დამსწრე საზოგადოებას მიესალმა ლატვიაში საქართველოს ელჩი, ირაკლი ყურაშვილი.