Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ქ. რიგაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD 2023 ქართულ სტენდზე ლატვიის პრეზიდენტ ედგარ რინკევიჩს უმასპინძლეს

ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს  საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა,  ირაკლი ყურაშვილმა, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, დავით წითლიძემ  ქართულ სტენდზე  ლატვიის პრეზიდენტს ედგარს რინკევიჩს და ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ დიდზის სმიტს  უმასპინძლეს. 

 „ბალტიის ქვეყნების ბაზარი, ჩვენი აგროსასურსათო ექსპორტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ვიმყოფებით  ყველაზე დიდ რეგიონულ გამოფენაზე RIGA FOOD, სადაც სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით,  წარმოდგენილია 8 ქართული კომპანია. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ  ქართულ კომპანიებს საკუთარი პროდუქტის ექსპორტში საერთაშორისო ბაზრებზე.“ - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და   სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ქ. რიგაში საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD 2023, 8 ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნო.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო   ქართული თხილი, ღვინო, ნატურალური წვენი, ლიმონათი, ტყემალი, სუნელები, თაფლი და სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელები.

გამოფენას RIGA FOOD 2023, 20,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა. მიმდინარე წელს, გამოფენაში 25 ქვეყანა და სასოფლო-სამეურნეო სექტორში მოქმედი 400-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია  მონაწილეობდა. RIGA FOOD 7 სექტემბერს  გაიხსნა და 9 სექტემბერს დასრულდა.