Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, არმანდს კრაუზესთან

2024 წლის 17 აპრილს, ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, არმანდს კრაუზესთან (Armands Krauze).

მხარეებმა განიხილეს სოფლის მეურნეობის მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ასევე დაგროვილი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ლატვიას აქვსასოფლო-სამეურნეო და საკვები პროდუქტებით ურთიერთვაჭრობის, ასევე მეცნიერებისა და კვლევის მიმართულებით თანამშრომლობის დიდი პოტენციალი.