Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საელჩო წარმოდგენილი იყო ცალკე სტენდით, სადაც სტუმრებისათვის ხელმისაწვდომი იყო ინფორმაცია საქართველოს ღირსშესანიშნაობების, ქართული კულტურისა და ქართული ენის შესახებ.

2025 წლის 31 მაისს, ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ლატვიის მთავარი საკურორტო ქალაქის - იურმალის 2025 წლის საზაფხულო სეზონის გახსნისადმი მიძღვნილ საზეიმო ფესტივალში.  

საქართველოს საელჩო წარმოდგენილი იყო ცალკე სტენდით, სადაც სტუმრებისათვის ხელმისაწვდომი იყო ინფორმაცია საქართველოს ღირსშესანიშნაობების, ქართული კულტურისა და ქართული ენის შესახებ. მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული კერძები, ქართული ღვინო და მინერალური წყალი „ბორჯომი“. საქართველოს სტენდს ეწვია იურმალის მერი, რიტა სტროგე, რომელსაც ლატვიაში  საქართველოს ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა უმასპინძლა.

საზაფხულო სეზონის გახსნის საზეიმო ღონისძიება ყოველწლიურად იმართება და მასზე წარმოდგენილი არიან ქალაქ იურმალასთან დამეგობრებული ქალაქები და ლატვიის მეგობარი ქვეყნების საელჩოები. წელს მოწვეული იყვნენ საქართველოს, იაპონიისა და უზბეკეთის საელჩოები, იურმალასთან დამეგობრებული ქალაქი პალანგა (ლიეტუვა) და ქალაქი პიარნუ (ესტონეთი).