Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ელჩი, ირაკლი ყურაშვილი სამუშაო ვიზიტით ეწვია ქ. ვალმიერას, სადაც გამართა გაცნობითი შეხვედრა ქალაქის მერთან, იანის ბაიკსთან.

  2023 წლის 6 ივლისს, ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, ირაკლი ყურაშვილი სამუშაო ვიზიტით ეწვია . ვალმიერას, სადაც გამართა გაცნობითი შეხვედრა ქალაქის მერთან, იანის ბაიკსთან. ვიზიტში მონაწილეობდა საელჩოს უფროსი მრჩეველი, მიხეილ სულაბერიძე.

ქალაქი ვალმიერა ლატვიის 5 ისტორიულ რეგიონს შორის ყველაზე მსხვილი რეგიონის - ვიდზემეს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამრეწველო, აგრარულ, კულტურულ  და ტურისტულ ცენტრს წარმოადგენს

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქალაქი ვალმიერა და მთლიანად მხარე დაინტერესებულია ითანამშრომლოს საქართველოს რეგიონებთან, რათა მოხდეს ორივე ქვეყანაში დაგროვილი გამოცდილების გაზიარება სხვადასხვა სფეროში. ქალაქ ვალმიერას განსაკუთრებით დიდი გამოცდილება აქვს სპორტული ინფრასტრუქტურის გამოცდილების კუთხით. ელჩმა ქალაქის მერს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების შესახებ.

ელჩმა სამსახსოვრო ჩანაწერი გააკეთა . ვალმიერას საპატიო სტუმრებისთვის განკუთვნილ წიგნში.

ელჩი ასევე ეწვია ვიდზემეს უნივერსიტეტს (Vidzemes Augstskola) , რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. გაიმართა შეხვედრა რექტორთან, აგნესე დავიდსონესთან. ელჩი გაეცნო უნივერსიტეტს, მის მუშაობას, სწავლის შესაძლებლობებს, მიღწევებს მეცნიერებასა და კვლევაში

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელთანაც ვიდზემეს უნივერსიტეტმა გრძელვადიანი თანამშრომლობა დაამყარა, როგორც სხვადასხვა გამოცდილებითა და სწავლით გაცვლით პროგრამებში მონაწილეობით. მიმდინარე წელს ორმა ქართველმა სტუდენტმა მიიღო დიპლომი, ერთ-ერთთან საქართველოს ელჩს უნივერსიტეტში ვიზიტისას პირადად შეხვედრის შესაძლებლობა ჰქონდა.

ელჩმა, ქალაქ ვალმიერას მერთან ერთად, დაათვალიერა მუზეუმი ,,Cultural Center of Valmiera Palace’’, ასევე ქალაქის სპორტული ინფრასტრუქტურა: ვალმიერას ოლიმპიური კომპლექსი და იანის დალინშის სტადიონი.

რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა ასევე შეხვედრა გამართა ვალმიერას მხარეში მდებარე ქალაქ რუჟიენას თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. ქალაქი რუჟიენა . თერჯოლის მუნიციპალიტეტთან დაძმობილებული ქალაქია. ახლო მომავალში იგეგმება ორმხრივი ვიზიტების დაგეგმვა.