საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა შეხვედრა გამართა ლატვიის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრთან, ჰოსამს აბუ მერისთან (Hosams Abu Meri).
21 თებერვალს, ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა შეხვედრა გამართა ლატვიის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრთან, ჰოსამს აბუ მერისთან (Hosams Abu Meri).
მხარეებმა განიხილეს ჯანდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობისა და სამართლებრივი ბაზის გაძლიერების შესაძლებლობები. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის ფონზე ახალი სტანდარტების დამკვიდრებაზე.
ლატვიის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ლატვია მიესალმება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და 2023 წლის 14 დეკემბერს, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.
საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა ლატვიის მთავრობას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის.