Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ლატვიის დამოუკიდებლობის აღდგენის 35-ე წლისთავთან დაკავშირებით, საზეიმო სხდომა გაიმართა ლატვიის პარლამენტში

2025 წლის 4 მაისს, ლატვიის დამოუკიდებლობის აღდგენის 35-ე წლისთავთან დაკავშირებით, საზეიმო სხდომა გაიმართა ლატვიის პარლამენტში. სხდომას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, 1990 წლის 4 მაისს, დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერი ლატვიის უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრები, ლატვიის მთავრობა სრული შემადგენლობით და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს დაესწრო ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ირაკლი ყურაშვილი.