ქ. რიგის საჯარო სკოლებში საქართველოს ელჩის ვიზიტი განხორციელდა ევროკომისიის კამპანიის ,,Back to School’’-ის ფარგლებში და ლატვიაში ,,ევროკავშირის სახლის’’ კოორდინაციით.
2025 წლის 19 მაისს, ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, ირაკლი ყურაშვილი ეწვია ქ. რიგის კულტურის საჯარო სკოლას (Rīgas Kultūru vidusskola). საქართველოს ელჩი ლატვიელი მოსწავლეების ფართო ჯგუფს ესაუბრა საქართველოს ისტორიის, კულტურისა და საგარეო პოლიტიკის შესახებ. ელჩმა უპასუხა მოსწავლეთა მიერ დასმულ მრავალ კითხვას. 23 მაისს, ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, ირაკლი ყურაშვილი ეწვია ქ. რიგის ხელოვნების საშუალო სკოლას (Rīgas Centra daiļamatniecības pamatskola), სადაც მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს ისტორიისა და მრავალსაუკუნოვანი კულტურის შესახებ. სკოლის მოსწავლეებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს დიპლომატის პროფესიის მიმართ და ელჩს არაერთი კითხვა დაუსვეს დიპლომატის საქმიანობისა და პირადი გამოცდილების შესახებ.
ქ. რიგის საჯარო სკოლებში საქართველოს ელჩის ვიზიტი განხორციელდა ევროკომისიის კამპანიის ,,Back to School’’-ის ფარგლებში და ლატვიაში ,,ევროკავშირის სახლის’’ კოორდინაციით.