ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით, ლატვიის რესპუბლიკაში აკრედიტებული საფრანგეთის, ბელგიის, შვეიცარიის, ბულგარეთის, საქართველოს, კანადის, მოლდოვისა და სლოვაკეთის ელჩების სახელით გაიმართა ღონისძიება, რომელიც გახსნა ლატვიაში საფრანგეთის ელჩმა, ორელი როიე-გუნინმა.
2024 წლის 13 მარტს, ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით, ლატვიის რესპუბლიკაში აკრედიტებული საფრანგეთის, ბელგიის, შვეიცარიის, ბულგარეთის, საქართველოს, კანადის, მოლდოვისა და სლოვაკეთის ელჩების სახელით გაიმართა ღონისძიება, რომელიც გახსნა ლატვიაში საფრანგეთის ელჩმა, ორელი როიე-გუნინმა (Aurélie Royet-Gounin). დამსწრე საზოგადოებას - ლატვიის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ლატვიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ასევე მიესალმა საქართველოს ელჩი, ირაკლი ყურაშვილი, რომელმაც ისაუბრა საქართველოს ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის სტრუქტურებთან თანამშრომლობისა და საქართველოს ფრანგულენოვან სამყაროსთან ისტორიული კავშირების შესახებ. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, საელჩოების სახელით, გაიმართა მიღება, სადაც მოწვეულმა სტუმრებმა მასპინძელი ქვეყნების პროდუქტებთან ერთად, დააგემოვნეს ქართული ღვინო.