Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

2025 წლის 7 თებერვალს, ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, ირაკლი ყურაშვილი დაესწრო . რიგაში გამართულ საერთაშორისო ტურიზმის გამოფენა-ბაზრობა „BALTTOUR 2025“-ის გახსნას, რომელიც ყოველ წელს იმართება და წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ტურისტულ ღონისძიებას ბალტიის ქვეყნებში. აღნიშნული გამოფენა-ბაზრობა ეხმარება მოგზაურებს აირჩიონ მიმართულებები და დაგეგმონ მოგზაურობები, ხოლო ტურიზმის სექტორის პროფესიონალებს შეუძლიათ მიიღონ ახალი კონტაქტები და განავითარონ თანამშრომლობა. ,,BALTTOUR2025” გაიმართა 7-9 თებერვალს და მასში საქართველოდან მონაწილეობა მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მიხეილ კოპლატაძემ და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა