საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიხსნა ფოტოგამოფენა ,,სოხუმის დაცემა’’
2024 წლის 1 ოქტომბერს, ლატვიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიხსნა ფოტოგამოფენა ,,სოხუმის დაცემა’’, რომელიც მიეძღვნა სოხუმის დაცემის 31-ე წლისთავს. გამოფენა გახსნეს ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა და ლატვიის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა, იევა გუნდარემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ლატვიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, სამეცნიერო წრეებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ასევე ქართველი სტუდენტები. გამოფენა ,,სოხუმის დაცემა’’ 2024 წლის 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება.