,,Georgia in black and white’’ - მოეწყო ქართული ღვინისა და ტრადიციული კერძების დეგუსტაცია.
2024 წლის 14 ნოემბერს, ქ. რიგაში, ლატვიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქართულ რესტორან ,,ალავერდი-ლოკალეში’’ გაიმართა ფოტოგამოფენა ,,Georgia in black and white’’ და მოეწყო ქართული ღვინისა და ტრადიციული კერძების დეგუსტაცია. დამსწრე საზოგადოებას - ლატვიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს, აივა ვიქსნას, ლატვიის პარლამენტის წევრებს, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ლატვიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, კულტურის, მეცნიერების, ბიზნესის სფეროსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ სომელიეს დახმარებით 3 განსხვავებული ღვინო დაეგემოვნებინათ, ასევე მონაწილეობა მიეღოთ ხინკლის დამზადების მასტერკლასში.