ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა შეხვედრა გამართა ლატვიაში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, ზანე პეტრესთან.
2023 წლის 16 მაისს, ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა შეხვედრა გამართა ლატვიაში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, ზანე პეტრესთან.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები და ევროინტეგრაციის კუთხით მიღწეული პროგრესი.
ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს დეტალური ინფორმაცია მიეწოდა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულების პროცესის მიმდინარეობის შესახებ. საუბარი ასევე შეეხო საქართველოში განხორციელებული და
მიმდინარე რეფორმების განხორციელებასა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიმართულებით მიღწეულ პროგრესს.