Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანა აბულაძე საქართველო-ლატვიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა

 

2026 წლის 1 სექტემბერს, ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ანა აბულაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა ლატვიის პარლამენტის წევრთან, პარტია „გაერთიანებული სიის“ წარმომადგენელთან და ლატვია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, აივა ვიკსნასთან.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ლატვიას შორის ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე და სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.