ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა შეხვედრა გამართა ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანთან, გუნდა რეირესთან.
2023 წლის 16 მაისს ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა შეხვედრა გამართა ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანთან, გუნდა რეირესთან.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ლატვიას შორის, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე საიუბილეო წლის ფონზე, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები. განხილვის ერთ-ერთი ძირითადი თემა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. ხაზი გაესვა 2023 წლის ბოლოს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას.
საპარლამენტო მდივანმა მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. ქალბატონმა რეირემ ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს მრავალი წლის მანძილზე გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ლატვიასთან აქტიური თანამშრომლობისათვის.