2023 წლის 2 მაისს, ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა, შეხვედრა გამართა ლატვიის პარლამენტის - საეიმას სპიკერთან, ედვარდს სმილტენსთან.
2023 წლის 2 მაისს, ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა, შეხვედრა გამართა ლატვიის პარლამენტის - საეიმას სპიკერთან, ედვარდს სმილტენსთან.
ლატვიის პარლამენტის სპიკერმა სმილტენსმა განაცხადა, რომ ლატვიასა და საქართველოს მყარი მეგობრული ურთიერთკავშირების გარდა, აერთიანებთ საერთო, ევროპული ღირებულებები. სპიკერმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს მიმართ ევროინტეგრაციის გზაზე და იმედი გამოთქვა, რომ წარმატებით განხორციელებული რეფორმები უზრუნველყოფს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. თავის მხრივ, ელჩმა მადლობა გადაუხადა ლატვიას მხარდაჭერისათვის და ხაზი გაუსვა ორ მეგობრულ ქვეყანას შორის აქტიური საპარლამენტო თანამშრომლობის მნიშვნელობას. საქართველოს ელჩი მიესალმა ლატვიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის საქმიანობას.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნებს შორის აქტიური სატრანსპორტო კავშირები შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა სტაბილური ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის, მათ შორის ტურიზმის სფეროში. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ლატვიას შორის კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროში, ქალაქებსა და რეგიონებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის შესაძლებლობებზე.