ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა ლატვიის კულტურის მინისტრთან, ნაურის პუნტულისთან.
2023 წლის 24 მაისს, ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა ლატვიის კულტურის მინისტრთან, ნაურის პუნტულისთან.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ლატვიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების
30-ე წლისთავთან დაკავშირებით, მიმდინარე წელს ლატვიაში ქართული კულტურის წარმოჩენის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
მხარეებმა ასევე განიხილეს კულტურის განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროებში ლატვიური გამოცდილების გაზიარებასთან დაკავშირებული საკითხები.