Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოში შემომსვლელი ყველა ტურისტისთვის სავალდებულოა ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის მოქმედი პოლისის ქონა.

„ტურიზმის შესახებ“ საქართველოკანონის თანახმად, 2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოში შემომსვლელი ყველა ტურისტისთვის სავალდებულოა ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის მოქმედი პოლისის ქონა.

პოლისი შეიძლება წარდგენილ იქნას მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, ქართულ ან ინგლისურ ენაზე. სადაზღვევო პოლისი შეიძლება გაცემული იყოს, როგორც ქართული, ასევე უცხოური სადაზღვევო კომპანიის მიერ და სადაზღვევო თანხა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 30,000 ლარს.

დაზღვევის პოლისი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

·        დაზღვევის ხელშეკრულების მხარეები;

·         დაფარული ტერიტორია;

·        დაზღვევის საგანი;

·        სადაზღვევო პერიოდის დაწყებისა და დასრულების დრო;

·        სადაზღვევო რისკები;

·        სადაზღვევო თანხის ოდენობა (ლიმიტები);

·        სადაზღვევო შესატანის მოცულობა, მისი გადახდის ადგილი და ვადა.

 

დაზღვევა ძალაში უნდა იყოს ტურისტის საქართველოში შემოსვლიდან ქვეყნის დატოვებამდე სრული პერიოდის განმავლობაში.

სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნა არ გავრცელდება:

·        დიპლომატიური ან სპეციალური ვიზის მფლობელ პირებზე;

·        დიპლომატიური, ოფიციალური, სამსახურებრივი ან სპეციალური პასპორტის მფლობელ პირებზე;

·        საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების, აგრეთვე, მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების აკრედიტებულ თანამშრომლებზე, აგრეთვე, თანამშრომელთა იმ ოჯახის წევრებზე, რომლებსაც აქვთ აკრედიტაცია;

·        პირებზე, რომელთა საქართველოში შემოსვლა გათვალისწინებულია საქართველოს  საერთაშორისო შეთანხმებებით ან ხელშეკრულებებით;

საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებსა და სამგზავრო გადაყვანებში ჩართულ მძღოლებზე.