ქართული ღვინის დეგუსტაცია
2024 წლის 24 სექტემბერს, რიგაში, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს, ლატვიაში საქართველოს საელჩოსა და კონტრაქტორი კომპანია ,,Tribe International’’-ის წარმომადგენლის, თამარ მარკოზაშვილის, ორგანიზებით გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა. მოწვეულმა სტუმრებმა დააგემოვნეს ,,Tiko Estate’’-ის, ,,Teliani Valley’’-ის, ,,Solomone’’-ს ,,Marbano’’-ს, ,,Amosa’’-სა და ,,Nareklishvili and Sons Winery’’-ის ღვინოები. ცერემონიას უძღვებოდა სომელიე, კატო შალვაშვილი. ღონისძიებას ესწრებოდნენ ლატვიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი აივა ვიქსნა, ლატვიის პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე აგიტა ზარინია-სტურე, ქ.იურმალის მერი რიტა სპროგე, ლატვიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ლატვიის საქმიანი წრეების წარმომადგენლები, ლატვიელი სომელიეები, ქართული დიასპორის წარმომადგენლები.