ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა ლატვიის კულტურის მინისტრთან, აგნესე ლოგინასთან
2024 წლის 28 მარტს, ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა ლატვიის კულტურის მინისტრთან, აგნესე ლოგინასთან. მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე წელს ლატვიაში ქართული კულტურის წარმოჩენის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. განხილულ იქნა კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ასევე დაგროვილი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები. ლატვიის კულტურის მინისტრმა საქართველოს მიულოცა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება. საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა ლატვიის მთავრობას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის აქტიური მხარდაჭერისთვის.