Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

 2025 წლის 4-6 ივლისს, ქალაქ  რიგაში, გაიმართა ღვინის ფესტივალი- „ქართული ვაზი“. ფესტივალის ორგანიზატორები იყვნენ ლატვიის საპატიო კონსული საქართველოში (კახეთის რეგიონი), მიხეილ ხუნდაძე და რიგაში მოქმედი ქართული რესტორანი ,,ალავერდი-ლოკალე’’.

 4 ივლისს, ფესტივალის გახსნისას დამსწრე საზოგადოებას მიესალმა ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ყურაშვილი. სიტყვით ასევე გამოვიდნენ  ლატვიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე, აივა ვიქსნა და ლატვიის საპატიო კონსული მიხეილ ხუნდაძე.  ფესტივალის გახსნას ესწრებოდნენ ლატვიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

 სტუმრებმა დააგემოვნეს სხვადასხვა დასახელების მაღალი ხარისხის ქართული ღვინო. ფესტივალზე წარმოდგენილი იყვნენ შემდეგი კომპანიები: ,,Merab Buzanaldze Georgian Wines, , ,,Baia’s Wine/Gvantsa’s Wine’, ,,Barbale Winery’’, Peradze Winery’’, ,,Tavankari’’,  ,,Chona’s Marani’’, ,,Winiveria/Gianiani’, ,,Orkloli Winery’’, ,,Chito’s Gvino’’, Dakishvili Family Vineayrds’’, ,,Vellino’’, ,,Gurashvili’s family Wineyards’’.