BALTTOUR 2025
2025 წლის 7 თებერვალს, ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, ირაკლი ყურაშვილი დაესწრო ქ. რიგაში გამართულ საერთაშორისო ტურიზმის გამოფენა-ბაზრობა „BALTTOUR 2025“-ის გახსნას, რომელიც ყოველ წელს იმართება და წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ტურისტულ ღონისძიებას ბალტიის ქვეყნებში. აღნიშნული გამოფენა-ბაზრობა ეხმარება მოგზაურებს აირჩიონ მიმართულებები და დაგეგმონ მოგზაურობები, ხოლო ტურიზმის სექტორის პროფესიონალებს შეუძლიათ მიიღონ ახალი კონტაქტები და განავითარონ თანამშრომლობა. ,,BALTTOUR2025” გაიმართა 7-9 თებერვალს და მასში საქართველოდან მონაწილეობა მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მიხეილ კოპლატაძემ და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.