Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ირაკლი ყურაშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ქ. სიგულდაში.

2024 წლის 16 მაისს, ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, ირაკლი ყურაშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ქ. სიგულდაში.  აღსანიშნავია, რომ ქალაქი სიგულდა 2016 წლიდან ჭიათურასთან დამეგობრებული ქალაქია. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა შეხვედრები გამართა ქალაქის მერთან ლინარდს კუმსკისთან, ვიცე-მერთან კრისტაპს ზალაისთან და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან. 
მერთან გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქალაქი სიგულდა დაინტერესებულია გააგრძელოს თანამშრომლობა ჭიათურასთან და საქართველოს სხვა ქალაქებსა თუ რეგიონებს გაუზიაროს სხვადასხვა სფეროში საკუთარი გამოცდილება.

ვიზიტის ფარგლებში ელჩი ასევე გაეცნო ადგილობრივ მეწარმეებს, ეწვია სიგულდის საჯარო გიმნაზიას, ასევე დაათვალიერა ქალაქის ტურისტული და სპორტული ინფრასტრუქტურა.

 ქალაქი სიგულდა ლატვიის ვიდზემეს რეგიონის ერთ-ერთ მთავარ კულტურულ  და ტურისტულ ცენტრს წარმოადგენს. საქართველოს ელჩთან ერთად ქ. სიგულდაში იმყოფებოდა საელჩოს უფროსი მრჩეველი, მიხეილ სულაბერიძე.