ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა შეხვედრა გამართა ლატვიის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრთან, ვიქტორს ვალაინისთან
2024 წლის 21 მარტს, ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა შეხვედრა გამართა ლატვიის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრთან, ვიქტორს ვალაინისთან (Viktors Valainis). მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები. საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა ლატვიურ მხარეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის აქტიური მხარდაჭერისთვის. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობა და სავაჭრო ბრუნვა პოზიტიურად ვითარდება. ასევე, ხაზი გაესვა ტურიზმის სფეროში არსებულ ფართო შესაძლებლობებს. ლატვიის ეკონომიკის მინისტრმა გამოთქვა დაინტერესება, რათა ორ ქვეყანას შორის ბიზნეს ურთიერთობები გააქტიურდეს და მეტი საინვესტიციო პროექტი განხორციელდეს. ლატვიის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ლატვია გააგრძელებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას.