ყოველწლიური ფრანკოფონიის ღონისძიება
2025 წლის 19 მარტს, ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით, ლატვიაში აკრედიტებული ბელგიის, საფრანგეთის, შვეიცარიის, ბულგარეთის, საქართველოს, კანადის, ირლანდიის, სლოვაკეთის, სლოვენიისა და სომხეთის ელჩების სახელით, Riga Latvian Society House-ში გაიმართა ყოველწლიური ფრანკოფონიის ღონისძიება, რომელიც გახსნა ბელგიის ელჩმა, კარლ პეეტერსმა.
დამსწრე საზოგადოებას - ლატვიის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ლატვიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიესალმა ლატვიაში საქართველოს ელჩი, ირაკლი ყურაშვილი, რომელმაც ისაუბრა საქართველოს ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობისა და საქართველოს ფრანგულენოვან სამყაროსთან ისტორიული კავშირების შესახებ.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, საელჩოების სახელით, გაიმართა მიღება, სადაც მოწვეულმა სტუმრებმა მასპინძელი ქვეყნების პროდუქტებთან ერთად, დააგემოვნეს ქართული ღვინო და ,,ბორჯომი’’.