Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, ირაკლი ყურაშვილი სამუშაო ვიზიტით ეწვია ქ. იელგავას

2024 წლის 24 აპრილს, ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, ირაკლი ყურაშვილი სამუშაო ვიზიტით ეწვია ქ. იელგავას, სადაც გამართა გაცნობითი შეხვედრა ქალაქის მერთან, ანდრის რავინშსთან (Andris Rāviņš). ვიზიტში მონაწილეობდა საელჩოს უფროსი მრჩეველი, მიხეილ სულაბერიძე.

ქალაქი იელგავა ზემგალიის რეგიონის მთავარი სამრეწველო, აგრარულ, კულტურულ  და ტურისტულ ცენტრს წარმოადგენს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქალაქი იელგავა დაინტერესებულია ითანამშრომლოს საქართველოს რეგიონებთან, რათა მოხდეს ორივე ქვეყანაში დაგროვილი გამოცდილების გაზიარება სხვადასხვა სფეროში. ელჩმა იელგავას მერს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების შესახებ.

ელჩი ეწვია იელგავაში მდებარე ლატვიის საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს (Latvia University of Life Science and Technologies). გაიმართა შეხვედრა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან, ელჩი გაეცნო უნივერსიტეტს, მის მუშაობას, სწავლის შესაძლებლობებს, მიღწევებს მეცნიერებასა და კვლევაში. აქართველოს ელჩს იელგავას უნივერსიტეტში Erasmus+-ის პროგრამით მყოფ ქართველ სტუდენტთან პირადად შეხვედრის შესაძლებლობა ჰქონდა.

ელჩი ასევე ეწვია იელგავას ტექნოლოგიურ საჯარო სკოლას (Jelgava Technology Secondary School), რომელიც მთელს ლატვიაში გამოირჩევა ინოვაციური მიდგომებით.

#GeorgiaLatvia